იზორია: კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, თუ რა საპასუხისმგებლო ფუნქციას ასრულებენ ჩვენი სამხედროები

იზორია: კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, თუ რა საპასუხისმგებლო ფუნქციას ასრულებენ ჩვენი სამხედროები

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კურსდამთავრებულების გამოშვების ცერემონიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ავღანეთში დაჭრილი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.

''გუშინ ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ბაგრამის სამხედრო ბაზის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ტერორისტის მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად, გვყავს სამი სამხედრო მოსამსახურე დაჭრილი. ერთი სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ჩაუტარდა ოპერაცია, დღესაც იგეგმება მორიგი ოპერაციის ჩატარება. აუცილებლობის შემთხვევაში, ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ მოხდეს მისი ტრანსპორტირება გერმანიაში შემდგომი მკურნალობის გაგრძელების მიზნით. რაც შეეხება ორ სამხედრო მოსამსახურეს, მათი მდგომარეობა შეგვიძლია შევაფასოთ, რომ არის დამაკმაყოფილებელი. ისინი უკვე გაწერეს ჰოსპიტალიდან. ამ ტერორისტული აქტის შედეგად დაიღუპა ავღანელი თარჯიმანი, მძიმედ დაიჭრა ამერიკელი ოფიცერი. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები თუ რა საპასუხისმგებლო ფუნქციას ასრულებენ ჩვენი სამხედროები ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მსოფლიოში“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

"ქართულმა ოცნებამ" მამუკა ბახტაძე პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინა

"ქართულმა ოცნებამ" მამუკა ბახტაძე პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინა

14 ივნისი, 2018

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პრემიერმინისტრობის კანდიდატი ფინანსთა ყოფილი მინისტრი მამუკა ბახტაძე იქნება. მამუკა ბახტაძე დაიბადა1982 წელს, თბილისში. მან დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და...

ახალი სტატიები