საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლონური დელეგაცია ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლონური დელეგაცია ესტუმრა
08 / 09 / 2017 16:19

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის დირექტორს სლავომირ ფრაჩაკს, ასევე პოლონეთის არმიისა და კატინის მუზეუმების დირექტორებს - ადამ ბულავასა და ევა კოვალსკას უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოში პოლონეთის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ერჟი პტაშეკი, თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები და დელეგაციის სხვა წევრები დაესწრნენ.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირებისა და საბჭოთა წარსულის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე ქართველი და პოლონელი ისტორიკოსების, ასევე მხარეებს შორის მემორიალურ საკითხებში თანამშრომლობის თემები განიხილეს. 

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ყურადღება დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამაგისტრო პროგრამებში პოლონელი ლექტორების ჩართულობისა და სასკოლო სამხედრო განათლების მხრივ არსებული გამოცდილების გაზიარების საკითხებზე გაამახვილა.

პოლონურმა მხარემ ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 1919-21 წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, პოლონეთის არმიის დივიზიის მეთაურის, გენერალ ალექსანდრე ზაქარიაძის სახელობის აუდიტორიის აღჭურვასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოხატა.
ვიზიტის ფარგლებში, ხვალ პოლონეთის დელეგაციის წარმომადგენლები ეროვნული თავდაცვის აკადემიასაც ესტუმრებიან.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება