შუახევში სოფელ დარჩიძეების ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია

შუახევში სოფელ დარჩიძეების ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია

შუახევში,სოფელ დარჩიძეების საყავრიას ტყეში ხანძრის კერა ლიკვიდირებულია და ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი გუშინ ღამის საათებში ადგილობრივებმა სოფლიდან რამოდენიმე კილომეტრის მოშორებით შენიშნეს. მუნიციპალიტეტის გამგებლის ტარიელ ებრალიძის განცხადებით ხანძარი დაახლოებით 300-400 კვადრატულ მეტრზე ვრცელდებოდა.

ხანძრის კერიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელ დარჩიძეებში მძიმე ტექნიკა იყო მობილიზებული, თუმცა რთული რელიეფის გამო სახანძრო-სამაშველოს ბრიგადებმა შემთხვევის ადგილამდე მისვლას ვერ შეძლეს. ცეცხლი გვიან ღამით სახანძრო-სამაშველო სამსახურის, სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლებმა და ადგილობრივებმა ჩააქრეს.ხანძრის ლიკვიდაცია ძირითადად მიწით მოხდა. უსაფრთხოების მიზნით ამ დრომდე ადგილზე რჩებიან სახანძრო-სამაშველოს და სატყეოს სამსახურის თანამშრომლები.

გურჯაანში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

გურჯაანში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

17 ივლისი, 2018

რუსთაველის ქუჩაზე მიმავალი მიკროავტობუსი ჯერ ველოსიპედს დაეჯახა, შემდეგ კი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას. ავარიის შედეგად დაშავდა არასრუწლოვანი, რომელიც ველოსიპედს მართავდა და „მერსედესის“ მძღოლი. დაშვებულები სასწრაფო...

ახალი სტატიები