თბილისის მერი აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

თბილისის მერი აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
12 / 09 / 2017 15:38

თბილისის მერი დავით ნარმანია, აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ბამბანგ სუსანტონოს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი თბილისში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებს შეეხო. კერძოდ მიმოიხილეს მდგრადი ურბანული ტრანსპორტის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც თბილისის მეტროს მოდერნიზაცია მიმდინარეობს. ასევე თბილისის მერის განცხადებით, სწორედ აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებითა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით აშენდა ახალი მეტრო სადგური.

შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმზე, რომელიც თბილისში ADB-ის მხარდაჭერით იმართება.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, აზიის განვითარების ბანკი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია.

„კონფერენცია, რომელიც იმართება თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფარგლებში სრულად მხარდაჭერილია აზიის განვითარების ბანკის მხრიდან. აზიის განვითარების ბანკის პანელზე საშუალება გვექნება მათი სხვადასხვა ქალაქებში დაგროვილი გამოცდილება მოვისმინოთ და შესაბამისად ჩვენ , ჩვენი საჭიროებები დავაფიქსიროთ და ამ ყველაფრის პრეზენტაცია გავაკეთოთ. ძალიან მნიშვნელოვანი ორდღიანი სამუშაო გველოდება. აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს განსაკუთრებით მადლობა გადავუხადე იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით ხორციელდება თბილისში, ისევე როგორც იმ კონფერენციის ორგანიზებაში და ფინანსურ მხარდაჭერაში გაწეული დახმარებისთვის, რომლის გარეშეც ეს კონფერენცია ასეთი მაღალი ხარისხის ვერ იქნებოდა“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ბამბანგ სუსანტონო თბილისში, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმის ფარგლებში იმყოფება. ის მონაწილეობას კონფერენციის გახსნის ცერემონიაში მიიღებს. 

აზიის განვითარების ბანკი ჩვენი ერთ ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტი ხორციელდება თბილისში. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მდგრადი ურბანული ტრანსპორტის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც თბილისის მეტროს მოდერნიზაცია მიმდინარეობს, ასევე აშენდა და სრულდება ახალი მეტრო სადგური ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით და აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით. ასევე გაკეთდა თბილისის ურბანული ტრანსპორტის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი და ბევრი სხვა მიმართულებით ვმუშაობთ.

ასევე კონფერენცია, რომელიც იმართება თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფარგლებში სრულად მხარდაჭერილია აზიის განვითარების ბანკის მხრიდან და აზიის განვითარების ბანკის პანელზე საშუალება გვექნება მათი სხვადასხვა ქალაქებში დაგროვილი გამოცდილება მოვისმინოთ და შესაბამისად ჩვენ ჩვენი საჭიროებები დავაფიქსირო, გავაკეთოთ ამ ყველაფრის პრეზენტაცია. ძალიან მნიშვნელოვანი ორდღიანი სამუშაო გველოდება ხვალ და ზეგ, რათა ბევრი სხვადასხვა ქალაქების დაგროვილი გამოცდილება გავიზიაროთ ვნახოთ და აზიის განვითარების ვიცე პრეზიდენტს განსაკუთრებით მადლობა გადავუხადე იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით ხორციელდება თბილისში, ისევე როგორც იმ კონფერენციის ორგანიზებაში და ფინანსურ მხარდაჭერაში გაწეული დახმარებისთვის, რომლიც გარეშეც ეს კონფერენცია ესეთი მაღალხარისხიანი ვერ იქნებოდა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება