ჯეჯელავა: ხუმრობა იყო, გორელებმა ვაშლის ნაცვლად სკოლაში ატამი მოითხოვესო

ჯეჯელავა: ხუმრობა იყო, გორელებმა ვაშლის ნაცვლად სკოლაში ატამი მოითხოვესო
13 / 09 / 2017 13:10

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, რომ სკოლაში ვაშლის დარიგების გადაწყვეტილება მედიკოსებთან და კვების სპეციალისტებთან კონსულტაციით მოხდა. მინისტრმა ამის შესახებ ტელეკომპანია "მაესტროსთან ისაუბრა. მისი თქმით, ვაშლი სკოლებში დიდი დასვენების დროს დარიგდება.

"ვაშლი არის ნაკლებად ალერგიული და ყველაზე მეტად მისაღები, არჩევა მედიკოსებთან და კვების სპეციალისტებთან კონსულტაციით მოხდა. მთელ მსოფლიოში არის პრაქტიკა, რომ სასწავლო დაწესებულებებში კონკრეტულად ვაშლია. ხუმრობები იყო, რომ გორელებმა ატამი მოითხოვესო. ატამი ალერგიულია და ვინც არ უნდა მოითხოვოს არ შეიძლება ასე მასობრივად მისი გამოყენება.

ჩვენ ვაბრუნებთ დიდ შესვენებებს, რომელიც ბოლო დროს შეკუმშული იყო. ეს გადაწყვეტილებაც მივიღეთ იმიტომ რომ წყნარად მირთმევის სასუალება ჰქონდეთ ბავშვებს ვაშლი იქნება თუ სხვა საკვები. ამ დიდი დასვენების დროს დარიგდება ვაშლი, თითო ვაშლს მიიღებს თითო მოსწავლე, ვისაც სურვილი არ ექნება, რა თქმა უნდა, არავინ დააძალებს რომ ასე მიირთვას", - განაცხადა ჯეჯელავამ. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება