თავდაცვის სამინისტროში საქართველოში ლატვიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა

თავდაცვის სამინისტროში საქართველოში ლატვიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა
13 / 09 / 2017 13:29

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ლატვიის ელჩ იანის ზლამეცთან, რომელსაც მისიის ვადა ეწურება. ლევან იზორიამ ლატვიელ დიპლომატს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

შეხვედრაზე ყურადღება სამხედრო სფეროში საქართველო-ლატვიის თანამშრომლობის საკითხებზე გამახვილდა. მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში ლატვიელი ექსპერტების მონაწილეობის შესახებაც ისაუბრეს. ლევან იზორიამ საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში ლატვიელი სამხედროების მონაწილეობა დადებითად შეაფასა.

მან ლატვიის ელჩთან სამხედრო განათლების კუთხით, ასევე ქალაქ რიგაში არსებულ ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრთან თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. მისი განცხადებით, მობილიზაციისა და რეზერვის ახალი სისტემის დანერგვის პროცესში ლატვიის გამოცდილება გასათვალისწინებელია.

ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა ლატვიის თავდაცვის მინისტრი, რომელთანაც აღნიშნულ და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს დეტალურად განიხილავს. შეხვედრას ლატვიის თავდაცვის ატაშე, საზღვაო კაპიტანი რუდოლფს რუდზუროგა დაესწრო.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება