ციხელაშვილი: ტრამპის ადმინისტრაციას აქტიური პოლიტიკა გააჩნია რუსეთის შესაკავებლად

ციხელაშვილი: ტრამპის ადმინისტრაციას აქტიური პოლიტიკა გააჩნია რუსეთის შესაკავებლად

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისიტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, საქართველო უპირობო მხარდაჭერას იღებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მხრივ.

მინისტრის შეფასებით, ტრამპის ადმინისტრაცია აქტიური პოლიტიკით უპირისპირდება რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებს.

"ამერიკამ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია რუსეთის აგრესიის მიმართ. ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლლობას სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში, ასევე სხვადასხვა ორმხრივი მიმართულებით რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ვფიქრობ, პრეიზდენტ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში, ამ მოკლე პერიოდშ, ძალიან მკაფიოდ და ბავრჯერ ითქვა, რომ ამერიკა უპირობო მრახდაჭრას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს არ არის მხოლოდ არაღიარების პოლიტიკა. ეს არის აქტიური პოლიტიკა რუსეთის აგრესიული და დესტრუქციული პოლიტიკის შესაკავებლად",- განაცხადა ციხელაშვილმა.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები