ჯეჯელავა: ჩემი და თქვენი შვილი ჯანმრთელი თუ არ იქნება, წიგნი და რვეული ვერ უშველის

ჯეჯელავა: ჩემი და თქვენი შვილი ჯანმრთელი თუ არ იქნება, წიგნი და რვეული ვერ უშველის

„ვაშლის პროგრამა არ არსებობს, არსებობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროგრამა, რომლის ფარგლებში ამ შემოდგომაზე იქნება ვაშლის დარიგება, წინა გაზაფხულზე იყო 5 ფედერაციის მიერ სპორტული შეჯიბრების ჩატარება, მომავალ წელს იქნება სკოლებში სპორტული ინვენტარის დამონტაჟება, ჯანსაღი ცხოვრების კამპანია გაგრძელდება“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთრში განაცხადა.

მისი შეფასებით, სკოლის მოსწავლესთვის პირველ რიგში მთავარია ჯანმრთელობა. კამპანიის შედეგად კი, რომელსაც განათლების სამინისტრო ატარებს, ჯანსაღი ცხოვრების წესთან მიმართებაში საზოგადოების ცნობიერება გაიზრდება.

„ძალიან სასიხარულოა, რომ მედიამ ვაშლის წყალობით აიტაცა ეს თემა. დარწმუნებული ვარ, ამ კამპანიას მოჰყვება მშობლების და საზოგადოების დაფიქრება ამ საკითხზე, რომ რატომღაც წლების განმავლობაში .. კომენტარებიც რომ ნახოთ ინტერნეტში - წიგნს მიხედეთ, რვეულს მიხედეთ, ჯანმრთელი თუ არ იქნა ჩემი და თქვენი შვილი, არც წიგნი უშველის, არც რვეული და არც კომპიუტერული პროგრამა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვახერხოთ სააღმზრდელო პროცესში, რაც პირველადია, ის დავაყენოთ ცენტრში. ცენტრალური ამ წუთას არის, რომ მშობელი დაფიქრდეს. კვირაში ერთი ვაშლი, ისევე როგორც კვირაში ერთხელ ვარჯიში, ცალკე აღებული რა თქმა უნდა პრობლემას არ უშველის, თუმცა, თუ ჩვენ კვირაში ერთი ვაშლი გვექნება, გვექნება კვირაში ერთი სპორტული ღონისძიება, მეორე მხარეს გვექნება კვირაში ერთი ლექცია, ამ მიმართულებით ჩვენი საზოგადოების ცნობიერება გაიზრდება.

ჩვენ ვიცით, რომ ცნობიერების ცვლილებას შეუძლია სასწაულების მოხდენა. გარწმუნებთ, ჩვენ მივიღებთ სიტუაციას, როდესაც მშობლებიც გაატანენ ბავშებს ჯანსაღ საკვებს, ვისაც ამის საშუალება აქვს, ორ ვაშლსაც გაატანენ, რომ მეგობარს გაუზიაროს და ჯანსაღად იკვებოს. რაც მთავარია, ამაზე მუდმივად იქნება საუბარი ჩვენს საზოგადოებაში, იმიტომ, რომ ამ საუბრის და საჯარო განხილვის გარეშე შედეგს ვერ მივაღწევთ, ვერც ერთი სამინისტრო, ვერც ერთი ტენდერი , ვერც ერთი ადმინისტრაციული აქტი ვერ შეცვლის ცნობიერებას, ეს შეუძლია მხოლოდ საზოგადოების ნებას, და საზოგადოების ნება ყოველთვის რა თქმა უნდა იწყება კრიტიკით, როცა სიახლეზე და განსხვავებულ მიდგომაზეა საუბარი“, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები