კალაძე: ჩემი მერობის პირობებში მწვანე სივრცეების ხარჯზე მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა

კალაძე: ჩემი მერობის პირობებში მწვანე სივრცეების ხარჯზე მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისის ურბანული განვითარების გეგმის წარდგენის დროს სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებსა და დეველოპერებს მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი ხელს შეუწყობენ თბილისის სწორ განვითარებას. მისივე თქმით, მისი მერობის პირობებში მშენებლობის არცერთი ნებართვა არ გაიცემა, მწვანე სივრცეების, სკვერების, პარკების, სათამაშო მოედნების და კულტურული მემკვიდრეობის შეზღუდვის ხარჯზე.

"მინდა მივმართო ადამიანებს, აქ ძალიან ბერვი დეველოპერი, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი იმყოფება და მინდა მოგმართოთ თქვენ. შეიძლება ძალიან ბევრი ტელევიზიითაც გვიყურებს, მე არ ვარ წინააღმდეგი მშენებლობის, პირიქით ჩვენ ერთად უნდა განვავითაროთ ჩვენი დედაქალაქი და ხელი შევუწყოთ ქალაქის სწორ განვითარებას.

თუმც ახლავე გულწრფელად გითხრათ ყველას, რომ ჩემი მერობის პირობებში მშენებლობის არცერთი ნებართვა არ გაიცემა, არცერთი პროექტი არ განხორციელდება მწვანე სივრცეების, სკვერების, პარკების, სათამაშო მოედნების, კულტურული მემკვიდრეობის და საზოგადოების წრეების შეზღუდვების ხარჯზე. მე მჯერა, რომ ქალაქის გაჯანსაღებაში თქვენთან ერთად, თქვენი თანადგომით ძალიან ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ.

ასევე მინდა გითხრათ, რომ იმედი მაქვს პირველ რიგში სწორედ თქვენ დადგებით ჩვენს გვერდით, ჩვენ ერთად შევძლებთ იმ პრობლემის მოგვარებას რაც ქაოტური განაშენიანების თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს. მე მჯერა, რომ ამ ქალაქის ახალ საამაყო ისტორიას შევქმნით, სადაც სათანადოდო იქნება დაფასებული ქვეყნის წარსული, მოწესრიგებული, გამწვანებული და თანაბრად განვითარებული ყველა უბანი, სადაც ცხოვრება სასიამოვნო და სასურველი იქნება ყველა ადამიანისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები