თიანეთის 10-მდე სკოლა შეშით მომარაგდა

თიანეთის 10-მდე სკოლა შეშით მომარაგდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მცხეთა -მთიანეთის რეგიონში, დაბა თიანეთში იმყოფებოდა, სადაც მხარის გუბერნატორთან ლევან ზაუტაშვილთან ერთად, 10 -მდე სკოლის საშეშე მერქნით მომარაგების პროცესს დაესწრო.

ეროვნულ სატყეო სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით საშეშე მერქნით სკოლების მომარაგებას ახორციელებს. მიმდინარე წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სააგენტო შეშით მომარაგების მომსახურებას ქვეყნის მასშტაბით 1600-მდე საჯარო სკოლას გაუწევს. აღნიშნული ინიციატივა არა მხოლოდ სასწავლო დაწესებულებების ხელშეწყობას, არამედ, ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის დანერგვას შეუწყობს ხელს, რაც მომავალში მერქნული რესურსებით სარგებლობის ეფექტურ მექანიზმს შექმნის. საქართველოს 9 რეგიონში სკოლების სათბობი შეშით მომარაგების პროცესი მიმდინარე წლის ნოემბრამდე დასრულდება.

გურჯაანში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

გურჯაანში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

17 ივლისი, 2018

რუსთაველის ქუჩაზე მიმავალი მიკროავტობუსი ჯერ ველოსიპედს დაეჯახა, შემდეგ კი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას. ავარიის შედეგად დაშავდა არასრუწლოვანი, რომელიც ველოსიპედს მართავდა და „მერსედესის“ მძღოლი. დაშვებულები სასწრაფო...

ახალი სტატიები