აზიური ფაროსანასგან მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით ზუგდიდში აქცია დაიწყო

აზიური ფაროსანასგან მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით ზუგდიდში აქცია დაიწყო

ამ წუთებში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის ასანაზღაურებელი კომისიის შექმნას და კომპენსაციის მიღებას ითხოვენ.

"მივმართავ პროტესტის უკიდურეს ფორმას, ჩვენ დასათმობი და დასაკარგია რაფერი გვაქვს. შვილი უნივერსიტეტში ვერ გაუშვი, იმიტომ რომ ხელისუფლებამ შეწამვლითი სამუშაოები დააგვიანა. ვიწყებთ საპროტესტო აქციებს, რომელსაც ექნება პერმანენტული ხასიათი და კარვების გაშლას, მანამ სანამ ჩვენი მოთხივნები არ დაკმაყოფილდება", - განუცხადა "აიპრესს" სოფელ კახათში მცხოვრებმა ელზა შედანიამ.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეებს "ნაციონალურ მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე შემოუერთდა.

ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

10 აგვისტო, 2018

ძლიერი წვიმის გამო ბათუმში ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ქალაქში მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციის, ამ დროისათვის შემოსულია...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები