მარიამ ჯაში: არავის აქვს უფლება სკოლაში პოლიტიკა შეიტანოს

მარიამ ჯაში: არავის აქვს უფლება სკოლაში პოლიტიკა შეიტანოს

პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის განცხადებით, რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელიცარ უნდა იყოს პედაგოგი, მას არ აქვს უფლება სასწავლო დაწესებულებაში პოლიტიკა შეიტანოს.

ამის შესახებ მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

"არავის აქვს უფლება სკოლაში შეიტანოს პოლიტიკა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პედაგოგი არ ირიცხება "ქართული ოცნების" აქტივისტთა სიაში. ამდენად, ჯერ კიდევ დასადგენია რეალური მოტივები მისი ნაბიჯის. მე ხაზზე ვარ აჭარის განათლების მინისტრთან, ამ პედაგოგის საკითხი უკვე გადაცემულია სკოლის დისციპლინალურ კომიტეტზე განსახილველად. ვინც არ უნდა იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიასაც არ უნდა წარმოადგენდეს პედაგოგი, მას არ აქვს უფლება პოლიტიკა ასე აქტიურად შეიტანოს სკოლაში",- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ამ წუთებში, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს ხვდება.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში 17 სექტემბერს გავრცელდა ფოტო, რომელზეც მოსწავლეები შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებელ მარინა დარჩიძესთან ერთად "ქართული ოცნების" დროშებით არიან გამოსახულნი.

ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა

ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა

15 თებერვალი, 2018

„ძალიან პოზიტიურად აღქმული და მიღებული, რომ ის რეკომენდაციები, რომლებიც ვენეციის კომისიამ გაგვიზიარა, ფაქტობრივად, სრულად არის გათვალისწინებული და საბოლოო ცვლილებებში აისახება“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები