ვოლსკი: გოცირიძე უბრუნდება იმ თემას, რომლისგანაც გარკვეული სკანდალის წამოწვევა სცადა "ნაცმოძრაობამ"

ვოლსკი: გოცირიძე უბრუნდება იმ თემას, რომლისგანაც გარკვეული სკანდალის წამოწვევა სცადა "ნაცმოძრაობამ"
18 / 09 / 2017 14:16

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსიმ "ნაციონალური მოძრაობის" წევრს რომან გოცირიძეს "გაზპრომთან" დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განცხადებაზე უპასუხა და განაცხადა, რომ ოპონენტი გარკვეული სკანდალის გამოწვევას ცდილობს.

„ბატონი რომან გოცირიძე უბრუნდება იმ თემას, რომლისგანაც გარკვეული სკანდალის წამოწვევა სცადა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ახალმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. მაგრამ, რეალურად ისინი გვთავაზობენ, რომ მილი, რომელიც რუსეთიდან გაზს გადასცემს სასომხეთს, დაიცალოს, ულტიმატუმის ენით ველაპარაკოთ გაზის მომწოდებელს, სომხეთშიც შევქმნათ პრობლემა და რასაკვირველია ისიც, რომ საქართველოც გაზის მნიშვნელოვანი ნაწილის გარეშე დავტოვოთ,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ბიუროს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძემ "გაზპრომთან" დადებულ ხელშეკრულებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობისთვის" ცნობილი გახდა ის ტარიფი, რომლითაც საქართველო რუსეთიდან გაზს იყიდის. მისი თქმით, ეს ტარიფი კატასტროფულია. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება