ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 60 მილიონ ლარს მიაღწია

ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 60 მილიონ ლარს მიაღწია

18 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 50 ათასი ტონა ყურძენი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აქედან 20.1 ათასი ტონა რქაწითელი, 25.6 ათასი ტონა საფერავი, 1.7 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

„რთველი 2017“-ის სეზონზე, კახეთის რეგიონის მევენახეების მიერ ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 60 მილიონ ლარს მიაღწია. კახეთის ღვინის კომპანიებს ყურძენი 5 855 მევენახემ ჩააბარა. დღეისთვის ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 97 ღვინის კომპანია. დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 5 ათას ტონას მიაღწია“, - აცხადებენ ღვინის ეროვნული სააგენტოში.

ცნობისათვის, კახეთში 2017 წლის რთველზე ყურძენზე სუბსიდია აღარ გაიცემა, რაც 2008 წლის შემდეგ პირველად ხდება. ბრენდის წარმოების განვითარების ხელშესაწყობად, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კილოგრამ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ.

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები