ჯეჯელავა: დაისჯება ყველა პირი, ვინც დაუშვა ამა თუ იმ ფორმით ბავშვების პოლიტიკაში ჩართვა!

ჯეჯელავა: დაისჯება ყველა პირი, ვინც დაუშვა ამა თუ იმ ფორმით ბავშვების პოლიტიკაში ჩართვა!
18 / 09 / 2017 16:23

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ჟურნალისტებთან საუბრისას ეხმაურება შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ ფაქტს. მისი თქმით, დაისჯება ყველა პირი ვინც დაუშვა ბავშვების პოლიტიკაში ჩართვა.

"დროშების მოპოვება რთული არ არის რა თქმა უნდა, მთავარი არის საიდან აქვთ იდეა, რომ დასაშვებია ბავშვების ჩართვა პოლიტიკურ პროცესში. ყველა სკოლა გაფრთხილებულია ძალიან მკაცრად და ამ შემთხვევაშიც, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ჩვენ ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ გავაფრთხილეთ, რომ სკოლის ტერიტორიაზე და მოსწავლეების მონაწილეობით აბსოლუტურად დაუშვებელია არა მხოლოდ ვიზუალური ნიშნების გამოყენება, არამედ ნებისმიერი აქტივობა, აბსოლუტურად, არჩევნებთან დაკავშირებული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქემე გვაქვს ან უხეშ დარღვევასთან ან გამიზნულ მოქმედებასთან. მოკვლევა ჩვენ დავიწყეთ გუშინ წინ, როდესაც ეს ინფორმაცია მივიღეთ. ძალიან პრინციპული საკითხია, სრული სიმკაცრით დაისჯებიან აბსოლუტურად ყველა პირი რომლებმაც შეგნებულად ან შეცდომით დაუშვა ბავშვების ამა თუ იმ ფორმით პოლიტიკაში ჩართვა. ეს შეიძლება იყოს გაფრთხილება, შეიძლება იყოს საყვედური და უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება იყოს სამსახურიდან გათავისუფლება", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში გადაღებული ფოტო, სადაც ჩანს, რომ სკოლის მოსწავლეებს "ქართული ოცნების" დროშები უჭირავთ. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება