მდინარაძე "გამჭირვალობას": ნუ შეხვალთ ასეთ სიღრმეებში ან რეალურად გამოიკვლიეთ რაც ხდება

მდინარაძე "გამჭირვალობას": ნუ შეხვალთ ასეთ სიღრმეებში ან რეალურად გამოიკვლიეთ რაც ხდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით,"საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ" მოსახლეობის შეცდოში შეყვანა სცადა.

"ჩვენ არ გვინდა რომ პოლიტიკური პოლემიკა გავმართოთ არასამთავრობო სექტორთან და ვცდილობთ რაც არ უნდა კრიტიკულები იყვნენ ისინი ყოველთვის გავიაზროთ მათი დასკვნები. მაგრამ ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ან არაკვალიფიციურობას ან განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობას. მინდა მოვუწოდო მათ ნუ შევლენ ასეთ სიღრმეებში და თუ შევლენ რეალურად გამოიკვლიონ რაც ხდება", - განაცხადა მდინარაძემ.

"საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს" დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის დეპუტატების და თავმჯდომარის მხრიდან მათ ორგანიზაციაზე დისკრედიტაციული კამპანია დაიწყო, მას შემდეგ, რაც არასამთავრობომ დეპუტატების ბიზნესინტერესები გამოააშკარავა. ამის შესახებ ეკა გიგაურმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

"ვხედავთ, რომ ფაქტობრივად მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო დეპუტატების მხრიდან და მასში ჩაერთო პარლამენტის თავმჯდომარეც. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაშინ როდესაც საქართველომ გადმოიბარა ღია მმართველობის პარტნიორობა და წელს უკვე საქართველო იქნება თავმჯდომარე ქვეყანა, გაუგებარია და აბსოლუტურად მიუღებელია ის, რომ ჩვენი მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით რომ დეპუტატების ბიზნესინტერესებთან დაკავშირებით ინფორმაცია იყოს ცნობილი, ამაზე ასეთი აგრესიული კამპანია მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის მხრიდან",- განაცხადა ეკა გიგაურმა.

"საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ" 19 სექტემბერს იმ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელების სიას გამოაქვეყნა, რომლებიც არადეკლარირებულ ბიზნეს აქტივებს და მათ სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობა ეწევიან. ორგანიზაციის ცნობით, საქართველოს პარლამენტის 51 წევრს აქვს ბიზნესთან კავშირი და შესაბამისად, ფლობს წილს სამეწარმეო სუბიექტებში. ასევე, პარლამენტის 16 წევრს არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები აქვს: 14 დეპუტატი უმრავლესობიდან: ლევან ბეჟანიძე, ბიძინა გეგიძე, ლევან კობიაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, კობა ნარჩემაშვილი, გია ჟორჟოლიანი, შოთა ხაბარელი, დიმიტრი ხუნდაძე, ედიშერ თოლორაია, დიმიტრი სამხარაძე, გედევან ფოფხაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, მარიამ ჯაში და სოფიო კილაძე; ხოლო 2 დეპუტატი "საქართველოს პატრიოტებიდან": ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია.

ყველაზე მეტ კომპანიაში ბიზნეს აქტივებს ფლობენ: ივლიანე წულაია "ქართული ოცნება" - 31 კომპანია, ნინო წილოსანი "ქართული ოცნება" - 13 კომპანია, კახაბერ ოქრიაშვილი "ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის") - 13 კომპანია.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები