სტიქია აჭარაში - 6 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა, 1 500 ოჯახს არ მიეწოდება ელექტროენერგია

სტიქია აჭარაში - 6 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა, 1 500 ოჯახს არ მიეწოდება ელექტროენერგია

აჭარაში მეწყრული ზონების გააქტიურებამ მოსახლეობას დიდი ზარალი მიაყენა. 6 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა, 1500 მდე ოჯახი კი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

"12 შეტყობინება შემოვიდა. სტიქიის ეპიცენტრი ძირითადად არის სოფელ ქობულეთი და ზედა სამება. მოსახლეობას სერიოზული ზარალი მიადგა. 6 ოჯახი ევაკუირებულ იქნა ჩვენს მიერ. სტიქიისთვის შექმნილი შტაბი მუშაობს, მძიმე ტექნიკა დაგვემატება და პარალელურად დაითვლება მიყენებული ზარალის ოდენობა.

ასევე დიდი დახმარება გაგვიწია საგზაო დეპარტამენტმა და სამაშველო სამსახურმა. ძირითადად ეზლა გზა ჩაკეტილია შიდა სასოფლო გზები. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. 1500-მდე ოჯახს არ მიეწოდება ელექტროენერგია." - განაცხადა "აიპრესთან საუბრისას ქობულეთის მუნიციოალიტეტის გამგებლის მოადგილემ მალხაზ რომანაძემ. 

გურჯაანში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

გურჯაანში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

17 ივლისი, 2018

რუსთაველის ქუჩაზე მიმავალი მიკროავტობუსი ჯერ ველოსიპედს დაეჯახა, შემდეგ კი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას. ავარიის შედეგად დაშავდა არასრუწლოვანი, რომელიც ველოსიპედს მართავდა და „მერსედესის“ მძღოლი. დაშვებულები სასწრაფო...

ახალი სტატიები