აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით აჭარას პრეპარატები გადაეცა

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით აჭარას პრეპარატები გადაეცა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აჭარის რეგიონს 13 000 ლიტრი ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატი გადასცა.

აზიური ფაროსანასთან ბრძოლოს ეფექტიან მეთოდებზე, მოსახლეობის ინფორმირება კონსულტირების მიზნით, დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ავთანდილ მესხიძემ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გელა ხანიშვილმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილი და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედისა და ქ. ბათუმის შემოერთებული ტერიტორიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართეს.

დღესვე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აჭარის რეგიონს 13 000 ლიტრი ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატი გადასცა. მავნებელთან ბრძოლის მიზნით, სახელმწიფო, ერთ ოჯახს ერთ ლიტრ შესაწამლ საშუალებას და ფერომონს უსასყიდლოთ გადასცემს. 

ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები, რომელიც მოსახლეობას დაურიგდება, რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას ერთ-ერთ ყველაზე ეფექტური საშუალებაა. მისი გამოყენების და უსაფრთხოების წესების დაცვის, აგრეთვე მავნებელთან ბრძოლის სხვა მეთოდების შესახებ, მოსახლეობას დაურიგდება საინფორმაციო მასალები.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

05 აპრილი, 2018

ეროვნული სატყეო სააგენტოს, ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. ადგილობრივმა სამართალდამრღვევმა, სახელმწიფო ტყის ფონდის...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები