მდინარაძე: ცოტახანში ქვეყანას მაგარი კონსტიტუცია ექნება და უპასუხისმგებლო განცხადებები არავის ემახსოვრება

მდინარაძე: ცოტახანში ქვეყანას მაგარი კონსტიტუცია ექნება და უპასუხისმგებლო განცხადებები არავის ემახსოვრება

'პრეზიდენტის და ოპოზიციის დიდი ნაწილის პოზიციები რომ ერთმანეთს ემთხვევა საკონსტიტუციო რეფორმის ჩრდილის მიყენებაში, ეს ახალი ამბავი არ არის'', - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის საკონსტიტუციო კომისიას შექმნამდე გაემიჯნა.

''ოპონენტებმა, რომლებიც დღეს თითქოს მთავარ საკითხად აყენებენ პროპორციულ სისტემას, მაშინ დატოვეს კომისია, როდესაც პროპორციული სისტემა 2020 წლისათვის იმ პროექტით იყო გათვალისიწინებული. ამას ჰქვია პოლიტიკური აფიორა, დღეს აგრძელებენ ამ კურსს, და ცდილობენ რამენაირად ბოლომდე ჩრდილი მიაყენონ და ხელი შეუშალონ საკონსტიტუციო რეფორმის ძალიან პროგრესულ სვლას.

საბედნიეროდ მათი უპასუხისმგებლო განცხადებები ცოტახანში არავის ემახსოვრება და ქვეყანას ექნება ძალიან მაგარი კონსტიტუცია.

ახალ კონსტიტუციაში ვერ ნახავთ ვერც ერთ მუხლს, რომელიც შეიძლება ობიექტურად შეფასდეს, როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი. ყველა მათგანი არის პროგრესული, დაწყებული ადამიანის უფლებებიდან, გაგრძელებული სასამართლოს დამოუკიდებლობით, მთავრობასთან დაკავშირებული საკითხებით, საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებით, უამრავ საკითხთან დაკავშირებით შევიდა ცვლილებები“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები