კახეთის რეგიონში მოსავლის ნახევარზე მეტი გადამუშავებულია

კახეთის რეგიონში მოსავლის ნახევარზე მეტი გადამუშავებულია
25 / 09 / 2017 15:36

კახეთის რეგიონში რთველის პროცესი გრძელდება. რეგიონში უკვე 85 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის ინფორმაციით, კახეთის მევენახეების შემოსავალებმა 96 მლნ ლარს მიაღწია. „შეიძლება ითქვას, რომ ყურძნის მოსავლის ნახევარზე მეტი უკვე გადამუშავებულია.

ყურძენი ღვინის საწარმეობს 11 ათასამდე მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავლები 96 მლნ ლარს აღწევს. რთველი მიმდინარეობს ორგანიზებულად და მშვიდ გარემოში. ყურძნის გადამუშავების პროცესში ყოველდღიურად ჩართულია 100-მდე ღვინის კომპანია.

მას შემდეგ რაც რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა, ყურძნის გადამუშავების დღეღამური მაჩვენებელი სტაბილურად, საშუალოდ 5 ათას ტონას აღწევს, რაც მიანიშნებს, რომ რთველის პროცესი კახეთში შეუფერხებლად მიმდინარეობს“ - განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.

დედოფლისწყაროსა და სიღნაღში, საიდანაც კახეთში ყურძნის კრეფა დაიწყო, რთველი თითქმის დასრულებულია. რთველის პროცესი ამ ეტაპზე კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს. მთლიანი გადამუშავებული მოსავლიდან 40 ათასი ტონა რქაწითელი, 39 ათასი ტონა საფერავი, 2,6 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება