კობახიძე: პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე სხდომის არ დანიშვნა კონსტიტუციასთან შეუსაბამოა

კობახიძე: პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე სხდომის არ დანიშვნა კონსტიტუციასთან შეუსაბამოა

პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს მოლოდინი ჰქონდა, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხვალ რიგგარეშე სხდომას არ დანიშნავდა.
მისი თქმით, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია. 

''რაც შეეხება არ დანიშვნას, ეს მოსალოდნელი იყო. გიორგი მარგველაშვილმა უკვე შექმნა იმის პრეცედენტი, რომ რიგგარეშე სხდომას არ ნიშნავს, რაც კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არ არის. 

როდესაც პარლამენტის მოთხოვნაზეა საუბარი, ბუნებრივია პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომა უნდა დანიშნოს. სხდომის არ დანიშნვა კონსტიტუციასთან შეუსაბამოა, ასევე ეს არის პარლამენტის მიმართ უპატივცემულობის გამოხატულება'', - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

არჩილ თალაკვაძე: ქვეყანას  ქმედითი და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ჭირდება

არჩილ თალაკვაძე: ქვეყანას ქმედითი და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ჭირდება

20 ივნისი, 2018

"ჩვენ მივესალმებით, რომ მამუკა ბახტაძე მხარს უჭერს ინოვაციებს, იმ სიახლეებს, რომელიც ეკონომიკაში აუცილებლად დადებით ძვრებს მოიტანს" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპატლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ...

ახალი სტატიები