ირაკლი კობახიძე: ვენეციის კომისია პრეზიდენტის არც ერთ შენიშვნას არ იზიარებს

ირაკლი კობახიძე: ვენეციის კომისია პრეზიდენტის არც ერთ შენიშვნას არ იზიარებს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვეტოს დაადებს.

„თუ დაედება ვეტო ამ კანონპროექტს, ის იქნება ალბათ იმის შესაბამისი, რა დოკუმენტიც შეიმუშავა პრეზიდენტმა ე.წ. 20 პარტიასთან ერთად. შემიძლია ძალიან თამამად განვაცხადო, რა შენიშვნებიც იყო წარმოდგენილი ამ დოკუმენტში, ვენეციის კომისია არც ერთს არ იზიარებს, გარდა ერთისა, ვენეციის კომისიამ გამოხატა უკმაყოფილება იმით, რომ სამწუხაროდ ვერ მოხერხდა 2020 წელს პროპორციული სისტემის ამოქმედება.

პრეზიდენტის არც ერთ სხვა შენიშვნას ვენეციის კომისია არ იზიარებს. ეს ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს. ვენეციის კომისიამ ჩვენ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევა მოგვიწონა, უფლებამოსილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას არც ერთი შენიშვნა არ აქვს, ასევე მთავრობის საკითხებთან, უშიშროების საბჭოს გაუქმებასთან და თავდაცვის თავთან დაკავშირებით არ არის არც ერთი შენიშვნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე დასძენს, რომ პრეზიდენტის და 20 პარტიის მიერ შემუშავებული შენიშვნები, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, მთლიანად არის აცდენილი ვენეციის კომისიის დასკვნასთან.

„ვენეციის კომისიამ ჩვენ ძალიან პოზიტიური დასკვნა მოგვცა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ვენეციის კომისია ასევე არ იზიარებს პრეზიდენტის ე.წ. 20 პარტიის შენიშვნებს, საარჩევნო ბარიერთან და ბლოკების გაუქმებასთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიას მიაჩნია, რომ პროპორციული სისტემა, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია 5%-იანი ბარიერი პარტიებისთვის, სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

არჩილ თალაკვაძე: ქვეყანას  ქმედითი და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ჭირდება

არჩილ თალაკვაძე: ქვეყანას ქმედითი და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ჭირდება

20 ივნისი, 2018

"ჩვენ მივესალმებით, რომ მამუკა ბახტაძე მხარს უჭერს ინოვაციებს, იმ სიახლეებს, რომელიც ეკონომიკაში აუცილებლად დადებით ძვრებს მოიტანს" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპატლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ...

ახალი სტატიები