ირაკლი კობახიძე: თუ ვინმეს მოუნდება კონსტიტუციის გაუარესება, შეიძლება ის შეცვალოს

ირაკლი კობახიძე: თუ ვინმეს მოუნდება კონსტიტუციის გაუარესება, შეიძლება ის შეცვალოს
25 / 09 / 2017 18:36

„თუ ვინმეს მოუნდება კონსტიტუციის გაუარესება, ამისთვის მას 113 ხმა სჭირდება და შეიძლება შეცვალოს კონსტიტუცია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ მათ მიერ დამტკიცებულ კონსტიტუციას დიდი ხნით არსებობის პერსპექტივა არ აქვს.

"თუ მოვა ახალი ხელისუფლება, რომელიც გადაწყვეტს, რომ გააუქმოს პროპორციული სისტემა და დაუბრუნდეს შერეულ სისტემას, შეიძლება ცვლილებები შევიდეს ამ დოკუმენტში.

ან თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ ოპოზიციას აღარ მისცეს საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლება, მაშინ ასეთი ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს.

თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ პრემიერი არ უნდა მივიდეს პარლამენტში ანგარიშის ჩასაბარებლად, ესეც შეიძლება გახდეს ცვლილებების საგანი. თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ პარლამენტს აღარ უნდა შეეძლოს, როგორც მანამდე იყო, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება, აქაც შეიძლება შეიცვალოს კონსტიტუცია“, - დასძინა ირაკლი კობახიძემ.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება