დავითაშვილი: ჩვენ წლები მოგვიწევს ფაროსანასთან ბრძოლა, მაგრამ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ

დავითაშვილი: ჩვენ წლები მოგვიწევს ფაროსანასთან ბრძოლა, მაგრამ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ
26 / 09 / 2017 13:51

დღეს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" საქართველოს ფერმერთა სათათბიროს დაფუძნების პრეზენტაცია შედგა. ღონისძიებას ესწრებოდა სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელმაც ჟურნალისტებთან აზიურ ფაროსანაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სამინისტრო ჩართულია ფაროსანას განადგურების პროცესში. მისი თქმით, ამ მავნებლის განადგურებას წლები დასჭირდება, თუმცა ამ მწერის განადგურება მოხერხდება.

"ფაროსანაზე გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია. იმ ღონისძიებებზე, რასაც ვატარებთ. ეს არის მნიშვნელოვანი გამოწვევა სოფლის მეურნეობს სამინისტროსთვის. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით რომ ეს არის პოლიფაგი, მავნებელი, რომელიც ბევრ კულტურას ერჩის. სიმინდის ნათესები მთლიანად დამუშავებულია. უკვე მოსავლის აღების პროცესი დაწყებულია.

ჩვენ წლები მოგვიწევს მავნებელთან ბრძოლა, თუმცა ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. ჩვენ გვაქვს ციტრუსოვანი კულტურებიც, რომელსაც დაცვა სჭირდება. შესაბამისად, სამინისტრომ დაგეგმა რიგი ღონისძიებები წლის დასაწყისიდან წლის ბოლომდე. ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ცოდნის მიტანა ფერმერებთან იმიტომ, რომ ეს არის მავნებელი სოფლის მეურნეობაში. ეს არის საქმე რომელიც ერთად უნდა ვაკეთოთ.

ჩვენ ჩვენი წილი უნდა შევასრულოთ ქიმიური წამლობის და თვითონ ფერმერებმაც საკუთარი ნაკვეთები უნდა შეწამლონ იმ პრეპარატით, რომელიც დაურიგდათ", - განაცხადა დავითაშვილმა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება