პრემიერი: კონსტიტუციური პროექტი ვენეციის კომისიამ შეაფასა, როგორც წინგადადგმული ნაბიჯი

პრემიერი: კონსტიტუციური პროექტი ვენეციის კომისიამ შეაფასა, როგორც წინგადადგმული ნაბიჯი

"ჩვენ მომსწრე ვართ იმ პარტიების მმართველობის პერიოდში, რომლებიც დღეს ე.წ. კონსესუსის ნაკლებლობას თუ არ ქონის გამო გვაკრიტიკებენ, კონსტიტუციის ისე მიღებას, როდესაც მსგავსი არაფერი ყოფილა, ასეთი განხილვების სახით", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელსაც დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით კენჭი უნდა უყაროს, ვენეციის კომისიის მიერ შეფასებულია, როგორც საქართველოს მიერ წინ გადადგმული ნაბიჯი.

"ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ასეთი დოკუმენტი შეიქმნა, რაც მნიშვნელოვნად აბალანსებს ძალაუფლებას ქვეყანაში და ეფუძნება ძლიერ პარლამენტს, ქმედით მთავრობას, დამოუკიდბელ სასამართლოს და ზეპარტიულ პრეზიდენტს“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

პარლამენტმა საქართველოს პრემიერმინისტრად მამუკა ბახტაძე აირჩია

პარლამენტმა საქართველოს პრემიერმინისტრად მამუკა ბახტაძე აირჩია

20 ივნისი, 2018

99 მომხრე , 6 წინააღმდეგი - პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე გახდა; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი ჩერქეზიშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით...

ახალი სტატიები