პრემიერი: კონსტიტუცია, რომელსაც ვიღებთ, მთლიანად პასუხობს ჩვენი საზოგადოების მოთხოვნებს

პრემიერი: კონსტიტუცია, რომელსაც ვიღებთ, მთლიანად პასუხობს ჩვენი საზოგადოების მოთხოვნებს
26 / 09 / 2017 14:34

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კონსტიტუცია, რომელსაც საქართველოს პარლამენტი კენჭს დღეს უყრის, საზოგადოების მპოთხოვნებს მთლიანად პასუხობს. ამის შესახებ პრემიერმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"როგორც ბოლო ნაბიჯი კონსესუსის მიღწევის გზაზე ჩვენ დავთანხმდით ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, ეს იყო პრეზიდენტის კიდევ ერთხელ არა 5 წლით, არამედ 6 წლით პირდაპირი წესით არჩევა, რათა 2024 წელს, როდესაც პროპორციულ წესზე გადასვლა მოხდება, ერთდროულად მოხდეს პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევის წესზე გადასვლა. თავისთავდ პროპორციულ პარლამენტზე გადასვლა არის უდიდესი ნაბიჯი დემოკრატიის განვითარებისთვის ქვეყანაში. ასეთი რამ მიუღწეველი იყო წლების განმავლობაში და ყველა ოპოზიციონერისთვის, ვინც კი ოპოზიციაში ყოფილა იყო მართლაც სანატრელი. რა თქმა უნდა, ის ბოლო ნაბიჯი რაც იყო 5%-ზე და 3%-ზე ბარიერის დაწევა 2020 წლის პარლამენტისთვის და ასევე ბლოკების აკრძალვის გაუქმება.

ამის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნა შეტანილი კონსტიტუციაში, როგორიც არის მაგალითად სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების აკრძალვა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე, ეს არის საპარლამენტო ოპოზიციისთვის მნიშვნელოვნად გაზრდა უფლებების, მათ შორის საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლების მინიჭება, ეს არის სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვნად ამაღლება და შრომითი უფლებების დაცულობა. ქვეყნის საგარეო არჩევანის დაფიქსირება. ქორწინების დეფინიციის გათვალისწინება. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ კონსტიტუცია რომელსაც ჩვენ ვღებულობთ მთლიანად პასუხობს ჩვენი საზოგადოების მოთხოვნებს და ქვეყნის განვითარების დღისწესრიგს. დიდი იმედი მაქვს რომ მესამე მოსმენით კენჭი ეყრება და ჩვენ მივიღებთ კონსტიტუციას, რომელიც ნამდვილად გახლავთ დემოკრატიული განვითარებითვის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი", - განაცხადა პრემიერმა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება