პრემიერი: კონსტიტუციით სასოფლო სამეურნეო მიწები უცხოელებზე არ გასხვისდება

პრემიერი: კონსტიტუციით სასოფლო სამეურნეო მიწები უცხოელებზე არ გასხვისდება
26 / 09 / 2017 15:01

პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელსაც დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით კენჭი უნდა უყაროს, მთლიანად პასუხობს საზოგადოების მოთხოვნებსა და ქვეყნის განვითარების დღის წესრიგს.

„როგორც ბოლო ნაბიჯი კონსესუსის მიღწევის გზაზე, ჩვენ დავთანხმდით ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, ეს იყო პრეზიდენტის კიდევ ერთხელ არა 5 წლით, არამედ 6 წლით პირდაპირი წესით არჩევა, რათა 2024 წელს, როდესაც პროპორციულ წესზე გადასვლა მოხდება ერთდროულად მოხდეს პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევის წესზე გადასვლა. თავისთავად პროპორციულ პარლამენტზე გადასვლა არის უდიდესი ნაბიჯი დემოკრატიის განვითარებისთვის ქვეყანაში და ასეთი რამ მიუღწეველი იყო წლების განმავლობაში და ყველა ოპოზიციონერისთვის იყო სანატრელი. ეს არის აღსანიშნავი და ბოლო ნაბიჯი რაც იყო, იყო 5%-დან 3%-ზე ბარიერის დაწევა 2020 წლისთვის ერთი მოწვევის პარლამენტისთვის, ასევე ბლოკების აკრძალვის ერთი მოწვევით გაუქმება, ანუ კიდევ ერთი მოწვევით ბლოკების დაშვება 2020 წლის არჩევნებზე.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი საკითხები იქნა შეტანილი კონსტიტუციაში, როგორიც არის მაგალითად, სასოფლო სამეურნეო მიწის გასხვისების აკრძალვა მოქალაქეობის არ მქონე პირებზე. ეს არის საპარლამენტო ოპოზიციისთვის მნიშვნელოვნად გაზრდა უფლებების, მათ შორის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლება, ეს არის სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვნად ამაღლება და შრომითი უფლებების დაცულობის გაცილებით უფრო მაღალი ხარისხი, ეს არის გარდამავალ დებულებებში ქვეყნის საგარეო პოლიტიკური არჩევანის დაფიქსირება, ეს არის საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნის გათვალისწინება ქორწინების დეფინიციასთან გათვალისწინებით, ასე რომ ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, კონსტიტუცია, რომელსაც ვღებულობთ, მთლიანად პასუხობს ჩვენი საზოგადოების მოთხოვნებს და ქვეყნის განვითარების დღის წესრიგს.

მე დიდი იმედი მაქვს, რომ მესამე მოსმენით კენჭი ეყრება კონსტიტუციას და ჩვენ მივიღებთ დოკუმენტს, რომელიც გახლავთ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა პრემიერმა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება