გიორგი გახარია: ეკონომიკის სამინისტრო ქირით ყოფნას დიდხანს არ აპირებს

გიორგი გახარია: ეკონომიკის სამინისტრო ქირით ყოფნას დიდხანს არ აპირებს

"ეკონომიკის სამინისტრო ქირით ყოფნას დიდხანს არ აპირებს. სამინისტროს აქვს პროექტი, რომლის განხორციელებაც წლის ბოლომდე დაიწყება", - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

"ეკონომიკის სამინისტროს ექნება თავის შენობა. საუბარია, რომ იქ სადაც სამინისტროების უმეტესობაა, რამდენიმე სამინისტრო კიდევ გადავიდეს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ეკონომიკის სამინისტრო და კიდევ ერთი, ან შეიძლება მხოლოდ ეკონომიკის სამინისტრი იყოს. საქმე იმაშია, რომ ხარჯის ეფექტურად მართვის ნაწილში ჩვენ თუ ვიქნებით იმ ლოკაციაზე სადაც არის ფინანსთა, შინაგან საქმეთა, იუსტიციის სამინისტროები და შემოსავლების სამსახური, უკეთესი და უფრო მომგებიანი იქნება ჩვენთვის. ჩვენ იქვე "ბიზნეს ჰაუზს" ვაკეთებთ და იქ გვერდით, სავარაუდოდ, ეკონომიკის სამინისტროც იქნება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები