გიორგი გახარია: "რუსთავი 2"-მა დადგა დრამატურგია - რუსეთში ბიზნესი არ მაქვს

გიორგი გახარია: "რუსთავი 2"-მა დადგა დრამატურგია - რუსეთში ბიზნესი არ მაქვს
26 / 09 / 2017 15:44

"ვინც ეს სიუჟეტი მოამზადა, ცოტა უფრო კვალიფიციური ან კეთილსინდისიერი რომ ყოფილიყო, ამ ყველაფერთან ერთად აჩვენებდა იმას, რომ 2012 წლის შემდეგ ეს კომპანია ქაღალდზეც არ არსებობს", - ასეთი შეფასება მისცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ გაკეთებულ სიუჟეტს.

"ფაქტობრივად, ვირტუალურია. დღის მდგომარეობით მე, გიორგი გახარიას, არ მაქვს არანაირი არც ინტერესი და არც შემოსავალი ბიზნესიდან საქართველოს ფარგლებს გარეთ, უფრო მეტიც, არ მაქვს და არასდროს არ მქონია საქართველოში არანაირ ბიზნესში მონაწილეობა, თანამონაწილეობა, ან რაიმე სახის შემოსავალი. ეს ყველაფერი გადამოწმებადია. ეს ყველაფერი გაკეთებული იყო იმისთვის, რომ მკვდარი, ვირტუალური კომპანია დაეკავშირებინათ რაღაცასთან, აქტივობებთან, დადგმული იყო დრამატურგია. ეს არის და ეს", - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით რუსეთის საგადასახადო სამსახურის ახალი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკის მინისტი, გიორგი გახარია, კომპანია "ფუდოტელის" მფლობელია, კომპანიის, რომელიც მოსკოვის შემოგარენში, ერთ-ერთი სასტუმროს შენობაში რესტორანს ფლობს.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება