გაბუნია: სხდომათა დარბაზი კონსტიტუციის ქომაგთა ნიღაბს ამოფარებულებმა დატოვეს

გაბუნია: სხდომათა დარბაზი კონსტიტუციის ქომაგთა ნიღაბს ამოფარებულებმა დატოვეს

"სხდომათა დარბაზი კონსტიტუციის ქომაგთა ნიღაბს ამოფარებულებმა დატოვეს"- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას "ევროპული საქართველოს" მიერ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზის დატოვებას.

როგორც ზაზა გაბუნია აცხადებს , წინა ხელისუფლების პირობებში არსებობდა კონსტიტუცია, რომელიც მაშინდელი ხელისუფლების მარადიულ მმართველობას ითვალისწინებდა.

"დღეს საქართველოს პარლამენტის დარბაზი დატოვა კონსტიტუციის ქომაგთა ნიღაბს ამოფარებულებმა, რომელთაც ძალაუფლების გადაჭარბებული და უზომო, მანიაკალური სიყვარულის გამო დაწერეს კონსტიტუცია, რომელიც მათ მარადიულ მმართველობას ითვალისწინებდა. ამ კონსტიტუციას ვუსვამთ დღეს წერტილს ,რამაც ოპოზიციის გაღიზიანება გამოიწვია"- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

არჩილ თალაკვაძე: ქვეყანას  ქმედითი და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ჭირდება

არჩილ თალაკვაძე: ქვეყანას ქმედითი და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ჭირდება

20 ივნისი, 2018

"ჩვენ მივესალმებით, რომ მამუკა ბახტაძე მხარს უჭერს ინოვაციებს, იმ სიახლეებს, რომელიც ეკონომიკაში აუცილებლად დადებით ძვრებს მოიტანს" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპატლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ...

ახალი სტატიები