"ნაცმოძრაობა": ჩვენ ვხედავთ არნახულ ძალადობას საქართველოს მოსახლეობაზე

"ნაცმოძრაობა": ჩვენ ვხედავთ არნახულ ძალადობას საქართველოს მოსახლეობაზე

"მივმართავთ ყველა კანონიერ ფორმას, რომ ეს კონსტიტუცია სამომავლოდ არ გახდეს განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი“ - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობა“ ყველა სამართლებრივ ფრომას გამოიყენებს, რომ ეს კონსტიტუცია ძალაში არ შევიდეს.

"ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციამ პროტესტის ნიშნად დატოვა პარლამეტის სხდომა, ვინაიდან ჩვენ აქ ვხედავთ არნახულ ძალადობას საქართველოს მოსახლეობაზე. ეს არის კონსტიტუცია, რომელიც მიღებულია ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. მას არ ჰყავს საქართველოში და არც უცხოეთში მომხრე. ეს არის ერთი პარტიის კონსტიტუცია. ჩვენ ვუცხადებთ არას ერთპარტიულ დიქტატურას. ჩვენ ვუცხადებთ არას ერთი პარტიის მიერ ძალაუფლების უზურპაციას“ -განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტში კონსტიტუციური პროექტის მესამე მოსმენით განხილვისას,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა რიგგარეშე სესია პროტესტის ნიშნად დატოვეს, მანამდე კი სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად "ევროპული საქართველოს" წევრებმა დატოვეს.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები