117 მომხრე, 2 წინააღმდეგი - პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დაამტკიცა

117 მომხრე, 2 წინააღმდეგი - პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით კენჭი უყარა და 117 ხმით დაამტკიცა.

სხდომათა დარბაზი, კონსტიტუციური პროექტის განხილვის დროს, ოპოზიციურმა პარტიებმა "ევროპულმა საქართველომ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" პროტესტის ნიშნად დატოვეს.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მომზადების მიზნით, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა. გაიმართა საყოველთაო სახალხო განხილვები, სადაც მოქალაქეები კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს აფიქსირებდნენ.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნა.

მმართველი გუნდის წევრების შეფასებით, ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაში აღნიშნულია, რომ ცვლილებები, რომელიც კონსტიტუციაში შედის, ქვეყნის წინ გადადგმული ნაბიჯია.

კონსტიტუციური პროექტი საქართველოს პრეზიდენტმა და ოპოზიციურმა პარტიებმა გააპროტესტეს. შენიშვნები არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ჰქონდათ. 

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები