თეა წულუკიანი: ეს არის კონსტიტუცია, რომელიც აძლიერებს პარლამენტს და საპარლამენტო მოდელს

თეა წულუკიანი: ეს არის კონსტიტუცია, რომელიც აძლიერებს პარლამენტს და საპარლამენტო მოდელს
26 / 09 / 2017 18:19

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ახალი კონსტიტუციის მიღებას გამოეხმაურა და ის დადებითად შეაფასა. მისი თქმით, ეს კონსტიტუცია გააძლიერებს ისეთ ინსტიტუტებს, როგორებიცაა პარლამენტი, იუსტიციის საბჭოს, პროკურატურას, სასამართლოს.

''დღეს მიღებულია კონსტიტუცია, რომელიც ყველა ნაწილში სჯობს წინას. ეს არის კონსტიტუცია, რომელიც აძლიერებს პარლამენტს და საპარლამენტო მოდელს; აძლიერებს მოსამართლეებს; აძლიერებს იუსტიციის საბჭოს როგორც ინსტიტუტს; საკონსტიტუციო ორგანოდ აქცევს ჩვენ მიერ 2015 წელს შემოღებულ საპროკურორო საბჭოს და აძლიერებს საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებლობას; აძლიერებს ამომრჩეველს; ადამიანის უფლებების დაცვა აჰყავს უფრო მაღალ ხარისხში და რეალურად ისეთ მნიშვნელოვან აქტორებსაც კი მართლმსაჯულების პროცესში, როგორიც არის ადვოკატთა კორპუსი, უფრო მაღალ გარანტიებს სთავაზობს, და მრავალი სხვა სიკეთეა ამ კონსტიტუციით უზრუნველყოფილი. ამიტომაც ამ ტექსტს მივესალმები.

მივესალმები ყველა დეპუტატის მხარდაჭერას, რომელი პარტიიდანაც უნდა იყოს, ვინც ხმა მისცა კონსტიტუციას, რადგან ეს არის ტექსტი, რომელიც მომავალში გამორიცხავს − ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში − ხელისუფლების უზურპაციას და, ასევე, გამორიცხავს, რაც მე მახსოვს თანამდებობაზე ყოფნისას, რომ ადამიანებს შორის შეიძლება არ იყოს კეთილი ურთიერთობები და ამან გამოიწვიოს ინსტიტუტებს შორის კრიზისი. ეს ყველაფერი არის ამიერიდან გამორიცხული და ეს ეპოქა არის დამთავრებული.

მარტივ მამრავლებად დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს მიკროფონებში მეტი დამაჯერებლობისთვის ბევრს ყვიროდა, მაგრამ მათ არ ჰქონდათ რეალური არგუმენტები, როდესაც ნახეს ვენეციის კომისიის დასკვნა; როდესაც ნახეს, რომ რეალურად ეს კონსტიტუცია ყველა ინსტიტუტს აძლიერებს და ქვეყანა კარგ, პროგრესულ მომავალზე არის ორიენტირებული. მათ როგორც სჩვევიათ, დატოვეს, გაიქცნენ. ისინი გარბიან დარბაზებიდან. ისინი, ასევე, გაიქცნენ უწყებათაშორისი კომისიის სხდომიდან, იმიტომ, რომ მათ აღარ აქვთ სხვა ძალა, გარდა იმისა, რომ გაიქცნენ და შექმნან შოუ. მთავარი ეს არ არის, მთავარი არის მომავალი; ამ კონსტიტუციის პირობებში კი ის არის დაბალანსებული საპარლამენტო მოდელი, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და ადამიანის უფლებები, მაღალი ხარისხით დაცული'', − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება