შს მინისტრი: არ მინდა ომბუდსმენის ინსტიტუტი კრიმინალების "გამპრავებელ" კანტორად გადაიქცეს

შს მინისტრი: არ მინდა ომბუდსმენის ინსტიტუტი კრიმინალების "გამპრავებელ" კანტორად გადაიქცეს

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, მას არ სურს, რომ ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუტი, როგორიც სახალხო დამცველის ინსტიტუტია კრიმინალების "გამპრავებელ" ინსტიტუტად გადაიქცეს.

ასე გამოეხმაურა შს მინისტრი ომბუდსმენის განცხადებას.

"ყოველთვის მაოცებს ომბუდსმენის ასეთი დამოკიდებულება. მას შეეძლო ამ ინფორმაციის ჩვენთან გადამოწმება და აბსოლუტურად ამომწურავ პასუხს მიიღებდა. უფრო მეტი დაკვირვება და სიფრთხილე გვჭირდება, როდესაც პოლიციელებთან მიმართებაში რაიმე განცხადებებს ვაკეთებთ.

მე არ მინდა, რომ ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუტი, როგორიც ომბუდსმენის ინსტიტუტია, ასე ვთქვათ კრიმინალების გამპრავებელ კანტორად გადაიქცეს", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. 

სტუდენტური კვლევები საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ

სტუდენტური კვლევები საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ

27 მარტი, 2018

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სტუდენტური პროექტი - „საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის კვლევა“ - დასრულდა. მასში მონაწილე სტუდენტებმა - ნიკოლოზ სეფიაშვილმა, გიორგი ჯავახიშვილმა და კონსტანტინე გოგიბერიძემ -...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები