თბილისში, ჭადრაკში მსოფლიო თასი ლევონ არონიანმა მოიგო

თბილისში, ჭადრაკში მსოფლიო თასი ლევონ არონიანმა მოიგო

თბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს დინ ლიჟენს.

ლევონ არონიანმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში ამჟამად მეორეა, მეორედ მოიგო მსოფლიო თასი. პირველად მან 2005 წელს გაიმარჯვა.

მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი ტურნირი - თბილისში ვაჟთა რეიტინგის მოწინავე 25-მა მოჭადრაკემ ითამაშა - 2 სექტემბერს სასტუმრო ჰუალინგში დაიწყო, ფინალურ პარტიებს კი სასტუმრო ბილტმორმა უმასპინძლა. სომეხი და ჩინელი დიდოსტატები სწორედ იმ დარბაზში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, სადაც 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს კონსტიტუცია დამტკიცდა.

მსოფლიო თასის გამარჯვებულმა ლევონ არონიანმა 120 ათასი დოლარი მიიღო, მისმე მეტოქემ კი 80 ათასი.

შეგახსენებთ: ფინალის საზეიმო გახსნის ცერემონიაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად ევროპის საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, ფიდე-ს ვიცე-პრეზიდენტი ისრაელ გელფერი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი მონაწილეობდნენ.

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები