მდინარაძე: "გამჭირვალობის"კვლევის მიხედვით, დღესაც ვარ რომელიღაცა საადვოკატო ფირმის დირექტორი

მდინარაძე: "გამჭირვალობის"კვლევის მიხედვით, დღესაც ვარ რომელიღაცა საადვოკატო ფირმის დირექტორი
28 / 09 / 2017 18:21

"ყველა კვლევა, რომელიც ამ ბოლო დროს ამ არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა შეიცავდა თავის მხრივ არასწორ მონაცემებს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც, 2012 წელს სსიპ-ებსა და აიპ-ებში იყო დასაქმებული შტატიანი 8870 თანამშრომელი, ხოლო 2017 წლის მონაცემებით, 74 სსიპ-სა და აიპ-იში დასაქმებულია 12632 თანამშრომელი.

"იგივე არასამთავრობო ორგანიზაციამ, რამდენიმე დღის წინ 2006 თუ 2007 რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია თითქოს მე ვიღებ სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობას და დღესაც ვარ რომელიღაცა საადვოკატო ფირმის დირექტორი. ესეც თუ ანალოგიური სიმართლეა, სერიოზული კომენტარის გაკეთება ნებისმიერ ადამიანს გაუჭირდება. თუ რამე მსგავსი მონაცემები არსებობს, აუცილებლად გავერკვევი და გაგცემთ პასუხს. ყველა კვლევა რომელიც ამ ბოლო დროს ამ არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა შეიცავდა თავის მხრივ არასწორ მონაცემებს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" კვლევის მიხედვით ბოლო 5 წლის განმავლობაში, კონკრეტული სამინისტროების, ადგილობრივი თვითმმართველობების და ავტონომიური რესპუბლიკების დაქვემდებარებაში, საჯარო სამართლის იურიდიული პირების რაოდენობა და სახელფასო ფონდი საგრძნობლად გაიზარდა. ეკა გიგაურის განცხადებით, კითხვის ნიშნებს იწვევს დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაც, რაც შესაძლო ნეპოტიზმზე მიუთითებს.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება