ფიქრია ჩიხრაძეს 20 თვეში 50 000 ლარის ხელფასი აქვს აღებული

ფიქრია ჩიხრაძეს 20 თვეში 50 000 ლარის ხელფასი აქვს აღებული

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს, პოლიტიკურ მდივანს ფიქრია ჩიხრაძეს 20 თვეში 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით 50 150 ლარის ოდენობის თანამდებობრივი სარგო აქვს აღებული, - ამის შესახებ "აიპრესს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს.

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ფიქრია ჩიხრაძის ყოველთვიური ხელფასი 2300 ლარს შეადგენდა, ხოლო მოთხოვნილი ინფორმაციის ბოლო ორ თვეში ივლისსა და აგვისტოში მისმა თანამდებობრივმა სარგომ 4 375-4 375 ლარი შეადგინა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მოწოდებულ ინფორმაციიდან ირკვევა, 2017 წლის 1 ივლისიდან საჯარო თანამდებობის პირებს ადმინისტრაციული ხელშეკრულება გაუფორმდათ, რაც გამომდინარეობს საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურების სისტემის რეფორმის შედეგად, რის გამოც თანამდებობის პირებზე დანამატები აღარ ირიცხება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა

12 ივლისი, 2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატოს სამიტზე, ნატო - საქართველო - უკრაინის ფორმატის სხდომის ფარგლებში მოკლე შეხვედრა გამართა აშშ-ს პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, თუ...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები