პრეზიდენტის რეზიდენციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

პრეზიდენტის რეზიდენციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ეროვნული უშიშროები საბჭოს სხდომა დაიწყო.

უშიშროების საბჭოს სხდომას ყველა მოქმედი წევრი ესწრება.

სხდომას, ასევე, ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია შემდეგი საკითხების განხილვა: საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 2018 წლისათვის, სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა - ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესი, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმის პროექტის საკვანძო საკითხები, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა და იქ არსებული უსაფრთხოების გარემო, რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული სამხედრო სწავლებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათი გავლენა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე, მზადება ნატო-ს მომავალი სამიტისათვის.

საკითხების მომხსენებლები თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იქნებიან.

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები