გიორგი ტყემალაძე: თბილისში უპრეცენტოდ დიდი სარეკრეაციო ზონა აშენდება

გიორგი ტყემალაძე: თბილისში უპრეცენტოდ დიდი სარეკრეაციო ზონა აშენდება

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძე დღევანდელ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას განმარტავს და აღნიშნავს, რომ თბილისში უპრეცენტოდ დიდი სარეკრეაციო ზონა აშენდება. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას "მარტივ მამრავლებად" დაშლილი "ნაციონალური მოძრაობა" ეწინააღმდეგებოდა, რომელსაც მანდატი არ გააჩნია.

"დღეს საკრებულომ მიიღო ნამდვილად პრინციპული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც მინდა აღვნიშნო, რომ თბილისში, ჩვენს ქალაქში აშენდება უპრეცენტოდ დიდი სარეკრეაციო ზონა. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის ძალიან მნიშვმელოვანია. ზუსტად ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა მარტივ მამრავლებად დაშლილი "ნაციონალური მოძრაობა", რომელთაც საზოგადოების მანდატი და მხარდაჭერა არ აქვთ.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადწყვეტილებით ჩვენ ნამდვილად შევუწყვეთ ხელი იმას, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩვენი ქალაქისთვის უპრეცედენტოდ უმნიშვნელოვანესი სარეკრეაცო ზონა შეიქმნება.

ასევე მინდა გამოვეხმაურო მეორე საკითხს, რომელიც ეხება პარკინგის, მიწისქვეშა ავტოსადგომების საკითხს. ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია ასევე, რომ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დღეს ჩვენი მოსალეობის, ქალაქის გახლავთ ის, რომ თბილისში შეიქმნას დამატებითი საპაკინგზე სივრცეეები და ზუსტად ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმისათვის, რომ ამ კომპანიამ მომავალში უკვე განახორციელოს მიწისქვეშა ავტოპარკინგების სადგომის მოწყობა",-აცხადებს გიორგი ტყემალაძე.

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები