პრემიერი: ქვემო ქართლში 200-ზე მეტი პროექტი დავაფინანსეთ

პრემიერი: ქვემო ქართლში 200-ზე მეტი პროექტი დავაფინანსეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქართლში 200-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა. ამის შესახებ პრემიერმა ქვემო ქართლის რეგიონში მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

პრემიერმა შეხვედრაზე შეკრებილ მოსახლეობას მადლობა გადაუხადა.

"ჩვენს ამ მართლაც ულამაზეს, უმნიშვნელოვანეს, უმდიდრეს რეგიონს ერთად ვაშენებთ ჩვენ - ქართველები, ჩვენი აზერბაიჯანელი ეროვნების მოქალაქეები. ეთნიკურად ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანი რეგიონი გვაქვს ჩვენ და ყველანი ერთად ვაშენებთ ჩვენს ულამაზეს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის უკეთეს ხვალინდელ დღეს. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის, ამ ერთობისთვის, სულისკვეთებისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო უკეთესი ხვალინდელი დღის მშენებლობისთვის. თქვენი მხარდაჭერით, ჩვენ შევძელით ჩვენი ქვეყნის სწორ მიმართულებაზე დაყენება. „ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, თითქმის ყველა სფეროში, დაიწყო ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, რომ განვითარდეს ეკონომიკა. ჩვენ ვზრუნავთ თითოეულ ადამიანზე, ჩვენთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი",- განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, "ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ქვეყნის თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობით უზრუნველყოფისთვის.

"ჩვენ გადავდგით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები ყველაზე მნიშვნელოვან სფეროში, სოფლის მეურნეობაში და ამ მიმართულებით არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა განხორციელდა, რაც ვფიქრობთ, თანდათან აისახა და მომავალში კიდევ უფრო აისახება თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე. დღეისათვის, ქვემო ქართლში უკვე 200-ზე მეტი პროექტი დავაფინანსეთ. ეს არის 200-ზე მეტი დასაქმებული ოჯახი, რომელშიც სახელმწიფო პროგრამების შედეგად, კეთილდღეობა მივიდა. ჩვენ მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგია ის, რომ ქვემო ქართლში არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდა და დღეს, კომპანიები სხვადასხვა სფეროში, სწორედ ამ რეგიონში აწარმოებენ ხარისხიან, ადგილობრივ, კონკურენტუნარიან პროდუქციას. ასეთია მაგალითად, მსოფლიოში ცნობილი გერმანული კომპანია "ჰენკელი", რომელმაც სამშენებლო მასალების წარმოებისთვის ჩვენს ქვეყანაში 5 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა.მინდა, ეს კონკრეტული ფაქტები მოვიყვანო იმისთვის, რომ ეს არ იყოს უბრალოდ სტატისტიკა და ჩვენმა მოქალაქეებმა, მოსახლეობამ ზუსტად იცოდეს კონკრეტული მაგალითები, სად მოხდა განვითარება, ინვესტიცია და ადამიანების დასაქმება. ამიტომ მომყავს ეს ფაქტები",- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

16 ივლისი, 2018

ამის შესახებ განცხადებას პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ავრცელებს. "მინდელის სახელობის შახტში დღეს დილით მორიგი ტრაგედია დატრიალდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ამ მძიმე წუთებში. სახელმწიფო ვერ...

ახალი სტატიები