პრემიერი: ქვემო ქართლში 19 ახალი საწარმო გაიხსნა და 131 გადაირაღდა

პრემიერი: ქვემო ქართლში 19 ახალი საწარმო გაიხსნა და 131 გადაირაღდა

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა ქვემო ქართლის რეგიონში მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, რომ ქვემო ქართლში 19 ახალი საწარმო გაიხსნა და 131 გადაირაღდა.

"ქვემო ქართლს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი არაერთი მიმართულებით. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ჩვენ ფინანსური რესურსის უმეტესი ნაწილი ასევე, გავეცით მესაქონლეობისა და მეცხვარეობის განვითარებისთვის. ჯამში, ქვემო ქართლში, სახელმწიფოსგან 36 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა ამ მიმართულებით; 2 მილიონ ლარზე მეტი გავეცით მებაღეობის განვითარებისთვის, „დანერგე მომავლის“ პროექტის ფარგლებში. ამ პროგრამის შედეგები, რა თქმა უნდა, თანდათან უფრო ხელშესახები გახდება.

დავამტკიცეთ ორი პროექტი გადამამუშავებელი საწარმოებისთვის, რისთვისაც 325 ათასი დოლარი გაიცა. ასევე, ორი პროექტი განხორციელდა შემნახველი საწარმოებისთვის, რისთვისაც 250 ათასი დოლარი და 500 ათას ლარზე მეტი რესურსი გაიცა. დღეისათვის, რეგიონში 19 ახალი საწარმო გაიხსნა და 131 არსებული საწარმო გადაირაღდა და გაფართოვდა", - განაცხადა პრემიერმა. 

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

16 ივლისი, 2018

ამის შესახებ განცხადებას პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ავრცელებს. "მინდელის სახელობის შახტში დღეს დილით მორიგი ტრაგედია დატრიალდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ამ მძიმე წუთებში. სახელმწიფო ვერ...

ახალი სტატიები