ნარმანია: განსხვავებული აზრის გამოხატვა ცივილური ფორმით უნდა მოხდეს

ნარმანია: განსხვავებული აზრის გამოხატვა ცივილური ფორმით უნდა მოხდეს
01 / 10 / 2017 13:02

თბილისის მერი დავით ნარმანია, გუშინ, საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და აცხადებს, რომ ნებისმიერი განსხვავებული აზრის გამოხატვა ცივილური ფორმით უნდა მოხდეს.

"როცა ადამიანებს აქვთ განსხვავებული აზრი, მის გამოხატვასაც აქვს თავისი ფორმა. გამოხატვა უნდა იყოს ცივილური, წესიერი და არავის აქვს უფლება საკრებულოს საქმიანობას ხელი შეუშალოს. ეს არ იქნება პირველი და უკანასკნელი პროექტი, რომელიც დამტკიცდება, რათა პარკირებასთან დაკავშირებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს",- განაცხადა ნარმანიამ.

დედაქალაქის საკრებულომ გუშინდელ სხდომაზე, პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთს და ბოტანიკურის ბაღის მიმდებარედ თაბორის მთაზე მიწის ნაკვეთს ფუნქციური სტატუსი შეუცვალა,რასაც ოპოზიციის მხრიდან ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. სხდომის დარბაზიდან მერობის კანდიდატები "ევროპული საქართველოდან" ელენე ხოშტარია და "ნაცმოძრაობიდან" ზაალ უდუმაშვილი გააძევეს.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება