შოთა მურღულია: ჩვენ ძალიან ამბიციური და საჭირო პროქტი განვახორციელეთ

შოთა მურღულია: ჩვენ ძალიან ამბიციური და საჭირო პროქტი განვახორციელეთ

„ჩვენ განვახორციელეთ ერთ-ერთი ძალიან ამბიციური და საჭირო, სოციალური საცხოვრისის პროექტი. 2014 წლიდან ეს თვითმმართველობის კომპეტენციად განისაზღვრა და ათწლეულების განმავლობაში ძალიან ბერვრი ოჯახი საჭიროებდა დახმარებას, რადგან მათ სახლი არ ჰქონდათ“, აღნიშნულის შესახებ "აიპრესთან" ქუთაისის მერმა შოთა მურღულია განაცხადა.

მურღულიას თქმით, თვითმმართველობამ, ფაქტობრივად სამწლიანი პროექტი განახორციელა, რადგან ძვირადღირებულია დროებითი საცხოვრისის შექმნა და ადამიანების ბინებით უზრუნველყოფა. როგორც ქუთაისის მერი ამბობს, პირველ ეტაპზე მერიამ სოციალური საცხოვრისის შექმნა 80 ოჯახისთვის შეძლო.

"საცხოვრისი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლობლობის მქონე პირებისათვის, ასევე ყველა პირობაა იმისთვის, რომ ადამიანებმა ნორმალურად იცხოვრონ. ვგეგმავთ, რომ შენობის ადმინისტრირება მოვახდინოთ, რადგან სოციალური საცხოვრისი დროებითი საცხოვრებელია და მას ყურადღება ესაჭიროება. ეს არის დასაწყისი, რა თქმა უნდა, 80 ოჯახით პრობლემა ვერ შემოიფარგლება, მაგრამ ასევე ძალიან სერიოზული განაცხადია, რომ 350 ადამიანი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით. დარწმუნებული ვარ, პროექტი გაგრძელდება და მომდევნო წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება და ალბათ, კიდევ რამდენიმე წელი დაჭირდება რომ მოხდეს ასეთი ადამიანების დროებითი დაკმაყოფილება“,- აცხადებს მურღულია.

ცნობისთვის, პირველად საქართველოში, ქუთაისში უსახლკარო ადამიანებს, სოციალურ საცხოვრისში ფართი 5 წლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცათ.

გურჯაანში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

გურჯაანში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

17 ივლისი, 2018

რუსთაველის ქუჩაზე მიმავალი მიკროავტობუსი ჯერ ველოსიპედს დაეჯახა, შემდეგ კი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას. ავარიის შედეგად დაშავდა არასრუწლოვანი, რომელიც ველოსიპედს მართავდა და „მერსედესის“ მძღოლი. დაშვებულები სასწრაფო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები