პრემიერი: ადამიანის ღირსებაზე და მის ბედნიერებაზე გადის გამარჯვება

პრემიერი: ადამიანის ღირსებაზე და მის ბედნიერებაზე გადის გამარჯვება
01 / 10 / 2017 18:51

თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო კლიპის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას პრემიერმინისტრი, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები, პარტიის წევრები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ.

"დღეს არის გამარჯვების დღე - პირველი ოქტომბერი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ადამიანებმა გაიმარჯვეს. დღეს ჩვენ ისევ ერთად ვართ და ერთად ვამბობთ, რომ ადამიანის ღირსებაზე, მის ბედნიერებაზე გადის გამარჯვება, სახელმწიფოს პერსპექტივა და ქვეყნის მომავალი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პრეზენტაციაზე.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ვიდეორგოლი, რომელიც საარჩევნოდ მომზადდა, სწორედ ადამიანზე საუბრობს; საუბრობს ქვეყანაზე, რომელიც ლამაზი ადამიანებისგან შედგება და ეს იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი კონკრეტული პარტიის საარჩევნო კლიპი.

„სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიან ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო უკეთეს ხვალინდელ დღეს. როდესაც ამ ვიდეორგოლს ნახავთ, შეუძლებელია არ აივსოთ ჩვენი ქვეყნის სიყვარულით, შეუძლებელია არ იგრძნო მისი მაჯისცემა, გულისცემა და არ მოგინდეს, კიდევ უფრო მეტი გააკეთო ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირკაშვილმა.

მისი თქმით, სწორედ ეს არის საქართველო - მისი ყველა კუთხე არის ქვეყნის სიმდიდრე და სილამაზე. პრემიერი დარწმუნებულია, რომ ყველა ერთად შეძლებს ისეთი ლამაზი ქვეყნის აშენებას , რომელიც იქნება პროგრესული და განვითარებული, ექნება თანამედრობე განათლება, წელშიგამართული სოფლები და რაც ყველაზე მთავარია, სიყვარულით იქნება გაერთიანებული. „ადამიანობის გამარჯვების დღეს გილოცავთ; მჯერა ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის, რომელიც არის სიყვარულზე დაფუძნებული და სიყვარულით გაერთიანებული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება