რომან გოცირიძე: რუსეთმა საქართველოს პარლამენტში ლობისტური ჯგუფი გაიჩინა

რომან გოცირიძე: რუსეთმა საქართველოს პარლამენტში ლობისტური ჯგუფი გაიჩინა
02 / 10 / 2017 11:53

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, "პატრიოტთა ალიანსის" ვიზიტი მოსკოვში საქართველოს მიერ უნდა დაიგმოს. ამის შესახებ გოცირიძემ "პატრიოტთა ალიანსის" წევრების მოსკოვში ვიზიტის შეფესებისას განაცხადა.

"ცალსახად უნდა ყოფილიყო დაგმობილი საქართველოს პარლამენტის წევრების გამოჩენა რუსეთში. რუსეთი წარმატებით აგრძელებს იურიდიულ ომს და მან უკვე შემოაღწია პარლამენტშიც. მან ფაქტობრივად, საკანონმდებლო ორგანოში რაღაც ლობისტური ჯგუფი გაიჩინა, რაც ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის",- განაცხადა გოცირიძემ.

"პატრიოტთა ალიანსის" წევრები ადა მარშანია და ნატო ჩხეიძე და გიორგი ლომია მოსკოვში გაემგზავრნენ, რომლებიც შეხვედრას რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებთან და ფედერაციის საბჭოს დეპუტატებთან გეგმავენ.

მოსკოვში "პატრიოტთა ალიანსი" უკვე მეორედ მიემგზავრება. 11 ივლისს "პატრიოტთა ალიანსის" წევრები მოსკოვში დუმის დეპუტატებს შეხვდნენ.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება