კაკაურიძე: სახელმწიფო ვალის მოცულობა გაზრდილია, ის ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება

კაკაურიძე: სახელმწიფო ვალის მოცულობა გაზრდილია, ის ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში სახელმწიფო ვალის მოცულობა, 2017 წელთან შედარებით გაზრდილია.

თუმცა, მისი თქმით, აღებული ვალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება.

„თუ ჩვენ შევადარებთ 2017 და 2018 წლის მონაცემებს, დავინახავთ ვალის აღების მოცულობა მცირედით გაზრდილია. თუმცა, ასევე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ვალების დაფარვის მაჩვენებელი. 2018 წელს 760 მილიონი ლარის ოდენობით ვალის დაფარვა განხორციელდება და ეს არის უპრეცედენტო, ყველაზე მაღალი მოცულობა, რაც განხორციელებულა განვლილ პერიოდში. 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით დაახლოებით 300 მილიონამდე მეტს დავფარავთ.

ზოგადად ვალს რაც შეეხება, ვალის აღება ხდება მხოლოდ იმ ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რათა ჩვენი როგორც ტურისტული, ასევე სატრანზიტო პოტენციალი გაიზარდოს“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

გარდაბანში, პოლიციელისთვის ქრთამის სახით 20 000 ლარის გადაცემის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

გარდაბანში, პოლიციელისთვის ქრთამის სახით 20 000 ლარის გადაცემის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

18 აპრილი, 2018

პროკურატურის და შსს-ს თანამშრომლებმა ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. "2018 წლის 17 აპრილს, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის და შინაგან საქმეთა...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები