პრემიერი ლას-ვეგასის თავდასხმაზე: დამძიმებული გულებით ვფიქრობთ ჩვენს ამერიკელ მეგობრებზე

პრემიერი ლას-ვეგასის თავდასხმაზე: დამძიმებული გულებით ვფიქრობთ ჩვენს ამერიკელ მეგობრებზე

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლას-ვეგასში მომხდარი თავდასხმისას დაღუპულთა ოჯახებს და ამერიკელ ხალხს უსამძიმრებს და თანადგომას უცხადებს. მომხდარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.

"საქართველო ლოცულობს ლას-ვეგასში მომხდარი საზარელი თავდასხმისას დაღუპული და დაშავებული ადამიანებისთვის. დამძიმებული გულებით ვფიქრობთ ჩვენს ამერიკელ მეგობრებზე", - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დადგინდა, რომ დაღუპულია 50 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 200-ზე მეტი. სამართალდამცავი ორგანები აგრძელებენ მუშაობას დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენისათვის.

ლას-ვეგასის შერიფის ჯოზეფ ლომბარდოს თქმით, ფესტივალზე მყოფ ხალხს ცეცხლი 64 წლის სტივენ პედოკმა გაუხსნა. მან სასტუმრო Mandalay Bay-ის ნომრიდან გახსნა ცეცხლი, სადაც მოგვიანებით იგი მკვდარი იპოვნეს.

წინასწარი ინფორმაციის მიხედვით, პედოკს ექსტრემალურ დაჯგუფებებთან არანაირი კავშირი აქვს.

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

16 ივლისი, 2018

ამის შესახებ განცხადებას პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ავრცელებს. "მინდელის სახელობის შახტში დღეს დილით მორიგი ტრაგედია დატრიალდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ამ მძიმე წუთებში. სახელმწიფო ვერ...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები