მამუკა მდინარაძე "პატრიოტთა ალიანსის" მოსკოვში ვიზიტზე: როგორც უნდათ, ისე მოიქცნენ

მამუკა მდინარაძე "პატრიოტთა ალიანსის" მოსკოვში ვიზიტზე: როგორც უნდათ, ისე მოიქცნენ

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ "პატრიოტთა ალიანსის" წევრების მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით სერიოზული შეფასებები არ უნდა გაკეთდეს.

„არ მგონია, რომ ჩვენ უნდა დავდგეთ და რომელიმე ანტიდასავლური ძალის კერძო ვიზიტებთან დაკავშირებით სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ. ეს მათი საქმეა, მათი პოლიტიკის ნაწილი და როგორც უნდათ, ისე მოიქცნენ.

საბედნიეროდ ამ ადამიანებს (პატრიოტთა ალიანსს) საქართველოს პარლამენტში არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ, რაიმე თემასთან დაკავშირებით გავლენა მოახდინონ. მათ შეუძლიათ მხოლოდ რაღაც პოლიტიკური განცხადებები გააკეთონ და იარონ თავის მეგობარ ქვეყნებში“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები