მდინარაძე: თუ პრეზიდენტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციას გაითვალისწინებს, ვეტოს არ გადავლახავთ

მდინარაძე: თუ პრეზიდენტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციას გაითვალისწინებს, ვეტოს არ გადავლახავთ

ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო რეფორმის ბოლომდე მიყვანას გეგმავს, რომელიც მისი შეფასებით, „არა მმართველი გუნდის, არამედ ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთ გამარჯვებას ნიშნავს“.

"საქართველოს ექნება ახალი კონსტიტუცია. მმართველმა გუნდმა მოახერხა ის, რაც ვერ მოახერხა ვერც ერთმა წინა ხელისუფლებამ და შეიძლება კრიტიკის მიზეზიც ეს იყოს.

ჩვენ მოვახერხეთ, რომ საქართველოს აქვს ევროპული სტილის ეროვნულ ღირებულებებზე დაყრდნობით შექმნილი კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას.

ახალ კონსტიტუციას, რომელიც ჩვენ მივიღეთ ეთანხმება უმრავლესობაში შემავალი 5 პარტია, ეთანხმება ხალხის ძალიან დიდი ნაწილი, ვენეციის კომისია, რომელიც ამ სფეროში გახლავთ ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაცია“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ პარლამენტს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა მოუწევს.

„პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის წინა კვირაში განხორციელებული ქმედებებიდან და განცხადებებიდან გამომდინარე, ვეტოს საკითხები ისეთი იქნება, რომ მისი დაძლევა მოგვიწევს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ და აქვე დასძინა, რომ: „თუ პრეზიდენტმა გაითვალისწინა ვენეციის კომისიის ის ორი რეკომენდაცია, რომელიც კიდევ უფრო მათი აზრით პოზიტიურს გახდის ამ პროცესს და საკონსტიტუციო რეფორმას, ამ შემთხვევაში ჩვენ ვეტოს არ გადავლახავთ, და პრეზიდენტს აქვს საშუალება, ამ კუთხით შეიტანოს პოზიტიური როლი ბოლო პერიოდში მაინც, როდესაც მან მთელი ამ ხნის განმავლობაში ნეგატიური პიარი აწარმოა ქვეყნის და კონსტიტუციის წინააღმდეგ“.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები