კობახიძე: ჩანს, პრეზიდენტი ხელს არ შეუწყობს ვენეციის კომისიასთან შეთანხმების რეალიზებას

კობახიძე: ჩანს, პრეზიდენტი ხელს არ შეუწყობს ვენეციის კომისიასთან შეთანხმების რეალიზებას

„როგორც ჩანს, პრეზიდენტი ხელს არ შეუწყობს ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებას. ეს აუცილებლად მოხდება უკვე ჩვენი ინიციატივით. ჩვენ შეგვიძლია, რომ მარტამდე შესაბამისი ცვლილებები შევიტანოთ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კონსტიტუციასთან დაკავშირებით დისკუსია დასრულებულია.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონსტიტუციურ კანონის პროექტში აუცილებლად აისახება ორი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ვენეციის კომისიასთან შეთანხმებაა მიღწეული.

„რაც შეეხება თავად კონსტიტუციას, ამასთან დაკავშირებით დისკუსია არის დასრულებული. ვეტოს რაც შეეხება, ჩვენ გავაკეთეთ კონკრეტული შეთავაზება - ორ საკითხთან დაკავშირებით ვართ შეთანხმებული ვენეციის კომისიასთან, რომ აუცილებლად აისახება კონსტიტუციაში, ახალ დოკუმენტში - ეს არის ბონუსის ამოღება და ეს არის ბლოკების გაუქმება. ჩვენ შევთავაზეთ პრეზიდენტს ამის შესაბამისად, ანუ ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების შესაბამისად ვეტოს უფლების გამოყენება, თუმცა, როგორც ჩანს, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს და ხელს არ შეუწყობს ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებას. ეს აუცილებლად მოხდება ჩვენი ინიციატივით უკვე, ჩვენ შეგვიძლია, რომ მარტამდე შესაბამისი ცვლილებები შევიტანოთ“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ ვეტოს უფლების გამოყენებას, ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ის აღნიშნულ ორ საკითხს შეეხება, მაშინ ვეტო გაზიარებული იქნება.

„თუ ვეტო შეეხება იმ ორ საკითხს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ვენეციის კომისიასთან, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ვეტო იქნება გაზიარებული, თუმცა, თუ საქმე ეხება იმ კონსტიტუციას, რომელიც დაწერა პრეზიდენტმა ოც პარტიასთან ერთად, ბუნებრივია, სამ დღეში დაწერილ კონსტიტუციას ჩვენ ვერ გავიზიარებთ. შესაბამისად, ძალაში დარჩება ის ცვლილებები, რომლებიც ჩვენი მხრიდან დამტკიცდა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები